ტულუზას ფორვარდი: "ნეიმარი - ფენომენია" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ტულუზას ფორვარდი: "ნეიმარი - ფენომენია"


ტულუზას ფორვარდი:
"ტულუზას" თავდამსხმელი, ანდი დელორტი, პარიზული კლუბის შემტევის, ნეიმარის, თამაშით აღფრთოვანებულია.

საფრანგეთის ეროვნული ჩემპიონატის მესამე ტურში "პსჟ-მ" შინ "ტულუზა" მიიღო და 6:2 გაანადგურა. 25 წლის ბრაზილიელმა კი ფანტასტიკური მატჩი ჩაატარა და ბოლოს პატარა შედევრიც შექმნა.

"ნეიმარი - ფენომენია, ნამდვილი ხელოვანი. ის რონალდინიოს მსგავსად მოქმედებს. ჩვენ არ ვიცოდით თუ რის გაკეთებას აპირებდა, როდესაც ბურთს იღებდა. არ ვიცი არსებობს თუ არა მისი შეჩერების საშუალება.

ერთადერთი დადებითი ფაქტი ის არის, რომ ეროვნული ჩემპიონატის დასრულებამდე ნეიმარის წინააღმდეგ მხოლოდ ერთ მატჩს ჩავატარებთ", - აღნიშნა დელორტმა.
ასევე იხილეთ თემაზე:
პსჟ ნეიმარი ანდი დელორტი

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები