რამოსმა ლა ლიგის ანტირეკორდი გაიმეორა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

რამოსმა ლა ლიგის ანტირეკორდი გაიმეორა


რამოსმა ლა ლიგის ანტირეკორდი გაიმეორა
მადრიდის "რეალის" ცენტრალური მცველი და კაპიტანი, სერხიო რამოსი, გაძევებების რაოდენობით ლა ლიგის ანტირეკორდსმენებს გაუთანაბრდა.

ესპანეთის ეროვნული ჩემპიონატის პირველ ტურში, სტუმრად "დეპორტივოს" წინააღმდეგ (3:0), სერხიო მეორე გაფრთხილების შედეგად მოედნიდან ბოლო წუთზე გააძევეს.

ეს რამოსისათვის ესპანეთის ეროვნულ ჩემპიონატში მე-18 წითელი ბარათია და ამ მაჩვენებლით იგი კარიერა დამთავრებულ პაბლო ალფაროსა და ხავი აგუადოს, რომლებიც ასევე ცენტრალური მცველები იყვნენ, დაეწია.

პირველი გაფრთხილება რამოსმა "დეპორტივოს" მცველ ფაბიან შერთან ფიზიკური დაპირისპირების გამო მიიღო, ხოლო მეორე - ხავი ვალესთან ორთაბრძოლისას უხეშობის გამო.

ასევე იხილეთ თემაზე:
რეალი სერხიო რამოსი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები