მბაპე მონაკოს ვარჯიშიდან გააგდეს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

მბაპე მონაკოს ვარჯიშიდან გააგდეს


მბაპე მონაკოს ვარჯიშიდან გააგდეს
"მონაკოს" ახალგაზრდა თავდამსხმელი, კილიან მბაპე, გუნდის დღევანდელი ვარჯიშიდან, ანდრეა რაჯისთან ჩხუბის გამო, გააგდეს.

ცნობილი ფრანგული გამოცემა "L'Equipe" იტყობინება, რომ 18 წლის ფრანგმა ლიგა 1-ს მესამე ტურის მატჩი "მეცთან" (1:0) იმის გამო გამოტოვა, რომ გუნდის ერთ-ერთ ბოლო ვარჯიშზე კონტროლი დაკარგა და თანაგუნდელს დაუპირისპირდა.

ამ ინციდენტის შემდეგ მბაპეს სავარჯიშო მოედნის დატოვება მოუწოდეს, მაგრამ მბაპემ უარი თქვა. ამის გამო "მონაკოს" სათადარიგო მოედანზე გადასვლა მოუწია, ხოლო კილიანი გუნდიდან დროებით მოკვეთეს.

ბოლო პერიოდში აქტიურად იწერება, რომ მონაკოელების ერთ-ერთი ლიდერი "პსჟ-ში" გადადის და შესაძლოა ეს ყველაფერი სწორედ ამასთან არის დაკავშირებული.
ასევე იხილეთ თემაზე:
მონაკო კილიან მბაპე

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები