ესპანელი ჟურნალისტი: ლეო მესის მომავალი გარკვეულია! » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ესპანელი ჟურნალისტი: ლეო მესის მომავალი გარკვეულია!


ესპანელი ჟურნალისტი: ლეო მესის მომავალი გარკვეულია!
ესპანელმა ჟურნალისტმა, გიიომ ბალაგემ განაცხადა, რომ "ბარსელონას" თავდამსხმელი, ლიონელ მესი კლუბთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს.

ავტორიტეტული ჟურნალისტის ინფორმაციით, გარიგების ყველა დეტალი უკვე შეთანხმებულია, თუმცა, ჯერჯერობით, ხელშეკრულება არ გაფორმებულა.

აქამდე არსებული ინფორმაციით, მესი კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივებით 50 მილიონ ევროიან ბონუსს მიიღებს. აღნიშნული თანხა ნაწილ-ნაწილ ლეოს ხელშეკრულების მიმდინარეობისას ჩაერიცხება.

რაც შეეხება გამოსასყიდ თანხას, ღირებულება უცვლელი დარჩება - 300 მილიონი ევრო.

30 წლის არგენტინელის ახალი კონტრაქტი 2021 წლამდე იმოქმედებს. არგენტინელ ფორვარდს ამჟამინდელი, მოქმედი ხელშეკრულების ვადა 2018 წელს ეწურება.

მესი "ბარსელონაში" 2003 წლიდან ასპარეზობს. კლუბთან ერთად ლეო რვაჯერ გახდა ესპანეთის ჩემპიონი, ოთხჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა, ხუთჯერ კი - ესპანეთის თასი.

სულ სამხრეთამერიკელ სუპერვარსკვლავს კატალონიელთა რიგებში 584 მატჩში 507 გოლი აქვს გატანილი და გუნდის საუკეთესო ბომბარდირია.

გასულ სეზონში მესიმ ესპანეთის ჩემპიონატში 34 შეხვედრა ჩაატარა და მეტოქეთა კარი 37-ჯერ აიღო. გარდა ამისა, ფორვარდის აქტივში ჩემპიონთა ლიგის ცხრა მატჩში შეგდებული 11 ბურთიცაა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები