2005/06 წლების შემდეგ პირველი მაჩვენებელი: რამდენი გადაცემა გააკეთა რეალმა კაზემიროს გოლამდე? » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

2005/06 წლების შემდეგ პირველი მაჩვენებელი: რამდენი გადაცემა გააკეთა რეალმა კაზემიროს გოლამდე?


2005/06 წლების შემდეგ პირველი მაჩვენებელი: რამდენი გადაცემა გააკეთა რეალმა კაზემიროს გოლამდე?
მოგეხსენებათ, "რეალმა" ესპანეთის ჩემპიონატის პირველ ტურში სტუმრად "დეპორტივო" დაამარცხა - 3:0.

აღნიშნულ მატჩში თავი გარეტ ბეილმა, კაზემირომ და ტონი კროოსმა გამოიჩინეს.

აღსანიშნავია, რომ მეორე გოლის ეპიზოდში (კაზემიროს გოლი) ლა კორუნიელთა კარის აღებამდე ზინედინ ზიდანის შეგირდებმა ზედიზედ 44 გადაცემა გააკეთეს, რაც 2005/06 წლების შემდეგ პირველი მაჩვენებელია.

აქვე შეგახსენებთ, ლა ლიგის გახსნით მატჩში მონაწილეობა არ მიუღია მადრიდელთა პორტუგალიელ სუპერვარსკვლავს, კრიშტიანუ რონალდუს.

იხილეთ ფოტო

2005/06 წლების შემდეგ პირველი მაჩვენებელი: რამდენი გადაცემა გააკეთა რეალმა კაზემიროს გოლამდე?

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები