შეთანხმება მიღწეულია! » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

შეთანხმება მიღწეულია!


შეთანხმება მიღწეულია!
"ბარსელონას" ტექნიკურმა დირექტორმა, რობერტო ფერნანდესმა განაცხადა, რომ კლუბის ხელმძღვანელობამ თავდამსხმელ ლეო მესისთან ახალ კონტრაქტზე შეთანხმებას მიაღწია.

გარდა ამისა, ფუნქციონერის თქმით, ხელშეკრულების გაფორმების ოფიციალური ღონისძიებისთვის მხოლოდ შესაბამისი მომენტის შერჩევაღაა დარჩენილი.

"მესისთან კონტრაქტზე სრულ შეთანხმებას მივაღწიეთ", - ციტირებს ფერნანდესის სიტყვებს Goal.

"სწორ მომენტს ავირჩევთ, რათა ხელშეკრულება გაფორმდეს".

შეგახსენებთ, კატალონიელები არგენტინელს ჯერ კიდევ ივნისში შეუთანხმდნენ თანამშრომლობის 2021 წლამდე გახანგრძლივებაზე.

პრესის ინფორმაციით, "მანჩესტერ სიტი" მზადაა 30 წლის შემტევის ხელშეკრულების გამოსასყიდი თანხა გადაიხადონ - 300 მილიონი ევრო.

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები