ობამეიანგი მიდის? - პიერ-ემერიკმა ოფიციალური განცხადება გააკეთა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ობამეიანგი მიდის? - პიერ-ემერიკმა ოფიციალური განცხადება გააკეთა


ობამეიანგი მიდის? - პიერ-ემერიკმა ოფიციალური განცხადება გააკეთა
დორტმუნდის "ბორუსიას" თავდამსხმელმა, პიერ-ემერიკ ობამეიანგმა განაცხადა, რომ გერმანული გუნდიდან წასვლაზე ფიქრობს.

აქამდე, კლუბის სპორტულმა დირექტორმა, მიხაელ ცორკმა 28 წლის გაბონელი ფორვარდის ამ ზაფხულს გუნდიდან აბარგება გამორიცხა.

"ჯერ კიდევ ვფიქრობ იმაზე, უნდა წავიდე თუ არა", - ციტირებს ობამეიანგის სიტყვებს Radio Montecarlo Italy.

"ეს კლუბი ("ბორუსია) და მისი ფანები წარმოუდგენლები არიან. თუმცა, თუ პროგრესირება მინდა, მაშინ უნდა წავიდე".

შეგახსენებთ, დორტმუნდელთა ფორვარდისადმი ინტერესს "ჩელსი", "მილანი" და "ტიანცზინ ციუანცზიანიც" იჩენენ. პოტენციური მყიდველები გერმანული კლუბის ხელმძღვანელებს ვერ შეუთანხმდნენ.

ობამეიანგი "ბორუსიაში" 2013 წლიდან ირიცხება. ამ დროის განმავლობაში მან ყველა ტურნირზე ერთად 192 მატჩი ჩაატარა და 125 გოლი გაიტანა.

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები