მარკიზიო იუვენტუსს ტოვებს? » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

მარკიზიო იუვენტუსს ტოვებს?


მარკიზიო იუვენტუსს ტოვებს?
"იუვენტუსის" ნახევარმცველმა, კლაუდიო მარკიზიომ შეიძლება სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე გუნდი დატოვოს, იუწყება Gazzetta dello Sport.

ზემოთაღნიშნული გამოცემის თანახმად, 31 წლის ჰავბეკი გუნდში თავს ერთ-ერთ წამყვან ფეხბურთელად არ გრძნობს, კლუბის ხელმძღვანელობა კი მისი გაყიდვის შესაძლებლობას განიხილავს.

შეგახსენებთ, მარკიზიოს იტალიის სუპერთასის მატჩში მონაწილეობა არ მიუღია, სადაც "იუვე" "ლაციოსთან" (2:3) დამარცხდა, სერია ა-ს პირველი ტურის შეხვედრაში "კალიარისთან" (3:0) კი შეცვლაზე გამოჩნდა მინდორზე.

აქამდე არსებული ცნობით, "ბებერი ქალბატონი" "რომას" ნახევარმცველ კევინ სტროოტმანითაა დაინტერესებული. ტურინელები 27 წლის ჰოლანდიელში 25 მილიონ ევროს ჩამოდიან, როცა რომაული კლუბის მფლობელები არანაკლებ 45 მილიონს ითხოვენ.

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები