ვენგერმა ოზილი დაიცვა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ვენგერმა ოზილი დაიცვა


ვენგერმა ოზილი დაიცვა
"არსენალის" მთავარმა მწვრთნელმა, არსენ ვენგერმა ინგლისის ჩემპიონატის მეორე ტურში "სტოკ სიტისთან" (0:1) განცდილი მარცხის შემდეგ ნახევარმცველი, მესუთ ოზილი დაიცვა.

ფრანგი სპეციალისტის განცხადებით, გერმანელი კრიტიკას არ იმსახურებს.

მატჩის შემდეგ მესუთი ძალიან ბევრმა გააკრიტიკა - "მაშინ იკარგება, როცა ყველაზე მეტად საჭიროა".

"ვფიქრობ, ოზილი იბრძოდა, მაგრამ რთულია გუნდიდან მხოლოდ ერთის გამოყოფა", - ციტირებს ვენგერის სიტყვებს Squawka.

"გატანის ბევრი შანსი გვქონდა, პირადად ოზილი კი კრიტიკას არ იმსახურებს", - დასძინა ლონდონელთა თავკაცმა.

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები