ნიუკასლს საუთჰემპტონის ნახევარმცველი მოუნდა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ნიუკასლს საუთჰემპტონის ნახევარმცველი მოუნდა


ნიუკასლს საუთჰემპტონის ნახევარმცველი მოუნდა
"საუთჰემპტონის" ნახევარმცველი, იორდი კლასი შეიძლება "ნიუკასლში" გადავიდეს, იტყობინება The Sun.

ბრიტანული გამოცემის თანახმად, 26 წლის ფეხბურთელის დამატება "კაჭკაჭთა" მთავარ მწვრთნელს, რაფაელ ბენიტესს სურს.

"წმინდანების" ხელმძღვანელობა, თავის მხრივ, "იუვენტუსიდან" 7,5 მილიონ ევროდ მარიო ლემინას ყიდვის შემდეგ, ჰოლანდიელი ფეხბურთელის გაყიდვას გეგმავს.

შეგახსენებთ, გასულ სეზონში კლასიმ საკლუბო დონეზე ყველა ტურნირზე ერთად 24 მატჩი ჩაატარა, ორი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემაც ჩაიწერა აქტივში.

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები