დორტმუნდი და ბარსელონა შეთანხმდნენ » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

დორტმუნდი და ბარსელონა შეთანხმდნენ


დორტმუნდი და ბარსელონა შეთანხმდნენ
"ბარსელონა" და დორტმუნდის "ბორუსია" ნახევარმცველ უსმან დემბელეს ტრანსფერის ღირებულებაზე შეთანხმდნენ, იტყობინება Mundo Deportivo.

გავლენიანი ესპანური გამოცემის თანახმად, კატალონიელები 20 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ 100 მილიონ ევროს გადაიხდიან.

გერმანულმა კლუბმა კიდევ 30 მილიონი შესაძლოა სხვადასხვა ბონუსის სახით გამოიმუშავოს, რომლებიც ჰავბეკის თამაშზე იქნება დამოკიდებული. მხარეები საბოლოო დეტალებს განიხილავენ.

აქამდე არსებული ინფორმაციით, "ბორუსიას" დემბელეს სანაცვლოდ 150 მილიონი ევროს მიღება სურდა. დორტმუნდელთა სპორტულმა დირექტორმა თქვა, რომ ტრანსფერი განხორციელდება, თუ "ბარსელონა" გერმანული კლუბის ყველა პირობას შეასრულებს.

შეგახსენებთ, დემბელე "ბორუსიას" გასულ ზაფხულს შეუერთდა. 2016/17 წლების სეზონში მან ყველა ტურნირზე ერთად 49 მატჩი ჩაატარა.

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები