10 ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომლებსაც ამ სეზონში გავიცნობთ » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

10 ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომლებსაც ამ სეზონში გავიცნობთ


10 ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომლებსაც ამ სეზონში გავიცნობთ
საფეხბურთო საიტი Goal.Ge გთავაზობთ საინტერესო ბლოგს, სადაც გაიგებთ იმ ახალგაზრდა მოთამაშეების შესახებ, რომლებსაც მთელი მსოფლიო ამ სეზონის შემდეგ გაიცნობს.

გასულ წელს ბევრმა უსმან დემბელეს ან იგივე კილიან მბაპეს თაობაზე არაფერი იცოდა, თუმცა მათი ბრწყინვალე თამაშების შემდეგ, ისინი ყველამ გაიცნო და დღეს ზემოთ დასახელებული ორივე მოთამაშის სატრანსფერო ღირებულება 100 მილიონზე მეტია. საინტერესოა, თუ ვინ შეძლებს ამ სეზონში მსგავსი წარმატების მიღწევას. 

დანი სებალიოსი - მადრიდის "რეალი"

ნახევარმცველი, 21 წლის
მადრიდის "რეალი" სატრანსფერო ფანჯარაზე ძალიან კარგად მუშაობს. ზინედინ ზიდანი ახალგაზრდა ტალანტების დამატებაზეა ორიენტირებული, რაც საკმაოდ მომგებიანია. მარკო ასენსიოს დამატების შემდეგ, გუნდმა ამ სეზონში დანი სებალოსი და ტეო ერნანდესი გაიფორმა. სებალოსი ამპლუით შემტევი ნახევარმცველია. გასულ სეზონში ის "ბეტისის" შემადგენლობაში ასპარეზობდა და ძალიან კარგ თამაშებსაც აჩვენებდა. თუ სებალოსი მადრიდის "რეალისგან" სათამაშო პრაქტიკას მიიღებს, მაშინ ის მადრიდელთა გულშემატკივრებს თავის უდავოდ მაღალ შესაძლებლობებში მალევე დაარწმუნებს.

ლორენცო პელეგრინი - "რომა"

ნახევარმცველი, 21 წლის
იტალიელები საკმაოდ მშვიდად გამოემშვიდობნენ როგორც ლეანდრო პარედესს, ისევე მოჰამედ სალაჰს. კლუბის ხელმძღვანელებმა შემტევი ნახევარმცველის პოზიციაზე "სასუოლოს" ნახევარმცველი, ლორენცო პელეგრინი დაიმატეს. გასულმა სეზონმა დაამტკიცა, რომ პელეგრინი იტალიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი პერსპექტივის მქონე მოთამაშეა. პელეგრინი ისეთი ნახევარმცველების კატეგორიას განეკუთვნება, რომელსაც როგორც მოედნის ხედვა, ისევე ტექნიკა და პასის კულტურა გააჩნია. 

ალესანდრო მურჯა - "ლაციო"

ნახევარმცველი, 21 წლის
კიდევ ერთი საინტერესო მოთამაშე იტალიის ჩეპიონატიდან. "ლაციოს" აკადემიაში მურჯამ ბრწყინვალედ იასპარეზა და ძირითად გუნდამდე დაწინაურდა. ის აკადემიაში ყველასთვის ცნობილი ჟოზეფ მანილას თანაგუნდელი გახლდათ (მანილა, რომელიც 17 წლის ასაკში 50 წლის კაცივით გამოიყურებოდა). მას შემდეგ, რაც "ლაციო" ლუკას ბულიამ დატოვა და "მილანს" მიაშურა, რომაულ გუნდში სათამაშო პრაქტიკას ალესანდრო მურჯა მიიღებს. მას აქვს შანსი, რომ მსოფლიო ფეხბურთის გულშემატკივრებს ამ სეზონშივე გაეცნოს.

კარლეს ალენია - "ბარსელონა"

ნახევარმცველი, 19 წლის
რამდენიმე ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ "ბარსელონას" აკადემიის გამორჩეული მოთამაშე - კარლეს ალენია კატალონიელთა ძირითად გუნდამდე დაწინაურდება. ალენიას ძალიან კარგი მონაცემები აქვს. ის გასულ სეზონშიც იქცევდა ლუის ენრიკეს ყურადღებას, თუმცა ძირითად გუნდამდე ვერ დაწინაურდა. ალენიას აქვს ტექნიკა, სისწრაფე და დრიბლინგი, ასე რომ, კატალონიელთა ნახევარდაცვის ხაზში წესით და რიგით უნდა გაამართლოს. ის ამ სეზონში უდავოდ მიიღებს სათამაშო პრაქტიკას, თუმცა თუ ავს გამოიჩენს შესაძლოა მოგვიანებით ძირითად შემადგენლობაშიც კი დაიმკვიდროს.

ტრენტ ალექსანდერ-არნლოდი

10 ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომლებსაც ამ სეზონში გავიცნობთ

18 წლის, მარჯვენა მცველი
ამპლუით ახალგაზრდა ინგლისელი ფეხბურთელი ცენტრალური ნახევარმცველია, თუმცა კლოპის ფორმაციის გუნდში ის მარჯვენა მცველის პოზიციაზე თამაშობს და საკმაოდ წარმატებულადაც. ალექსანდერ-არნოლდმა ამ სეზონში "ლივერპულის" მაისურით რამდენიმე შეხვედრა ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო. ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში ალექსანდერ-არნოლდმა "ჰოფენჰაიმის" კარში ულამაზესი გოლის გატანა მოახერხა და თავის გუნდს სერიოზული უპირატესობა მოუტანა. მასზე ძალიან დიდი იმედებია დამყარებული და მას მომავალ "ლივერპულის" კაპიტანადაც კი მიიჩნევენ.

ედმილსონ ფერნანდეში - "ვესტ ჰემი"

ნახევარმცველი, 21 წლის
ახალგაზრდა შვეიცარიელი ნახევარმცველი ბევრისთვის უკვე ცნობილია. მიუხედავად სიმაღლისა და გრძელი ფეხებისა, ფერნანდეშს ძალიან კარგი ტექნიკა აქვს და ბურთის ფლობასთან დაკავშირებული არანირი პრობლემა არ აქვს. მას შემდეგ, რაც "ვესტ ჰემის" შემადგენლობა დიმიტრი პაიემ დატოვა, ფერნანდეში - ლონდონელთა ყველაზე კრეატიულ მოთამაშედ მიიჩნევა.

მაქსიმილიან ფილიპი, "დორტმუნდი"

ნახევარმცველი, 23 წლის
ადამიანი, რომელსაც შეუძლია "დორმტუნდში" მარკო როისი შეცვალოს. ფილიპი ძალიან კარგი შემტევი უნარებითაა დაჯილდოვებული. "ფრაიბრუგში" თამაშისას, ის ამ გუნდის ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე იყო. მაქსიმილიანი მარჯვენა ნახევარმცველის ფუნქციას ასრულებდა, თუმცა ის უნივერსალია და შეუძლია როგორც ფლანგებზე, ისევე ცენტრში თამაში. ფილიპი ამ წელს თავის ნაკრებთან ერთად ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა.

იან კარამო -"კაენი"

10 ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომლებსაც ამ სეზონში გავიცნობთ

თავდამსხმელი, 19 წლის
ლიგა 1-ის ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშეა. ახალგაზრდა მოთამაშეს ძალიან კარგი ტექნიკა აქვს და თავისუფლად შეუძლია კილიან მბაპეს დონეზე თამაში. გასულ სეზონში კარამომ არა ერთ შეხვედრაში შეძლო თავის გამოჩენა, თუმცა იყო ისეთი თამაშებიც, როცა ის თავის გამოჩენას დიდად ვერ ახერხებდა. უდავოა, რომ თავის ამჟამინდელ კლუბში კარამო დიდი ხნის განმავლობაშ არ ითამაშებს, რადგან მას რამდენიმე წამყვანმა კლუბმა უკვე დაადგა თვალი.

სტივ მუნიე -"ჰადერსფილდი"

თავდამსხმელი, 22 წლის
ახალგაზრდა თავდამსხმელი "ჰადერსფილდში" "მონპელიედან" 13 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა. ის კლუბის ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშე გახდა. პრემიერ ლიგის პირველსავე ტურში, მუნიემ "კრისტალ პალასის" წინააღმდეგ ბრწყინვალე თამაში აჩვენა. მან უკვე დაამტკიცა, რომ ამ გუნდის ძირითადი შემადგენლობის უცვლელი წევრია და შესწევს იმის ძალა, რომ პრემიერ ლიგაში 10-ზე მეტი გოლი გაიტანოს.

ალან სენ-მაქსიმენი - "ნიცა"

თავდამსხმელი, 20 წლის
"მონაკომ" თავისი გამორჩეული მოთამაშეებისგან (მბაპე, ბერნანდო სილვა, მენდი, ბაკაიოკო) 150 მილიონზე მეტი მიიღო. თუმცა, ალან სენ-მაქსიმენი "ნიცაში" 10 მილიონის სანაცვლოდ გადავიდა. ძალიან ენერგიული და ტექნიკური ვინგერი ბრწყინვალედ ასპარეზობდა "ბასტიაშიც", სადაც მან გასული წელი არენდის წესით ითამაშა. 

ნიკა ნოზაძე, სპეციალურად Goal.Ge-სთვის

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები