5 გუნდი, რომელმაც უკვე დროა ჩემპიონთა ლიგა მოიგოს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

5 გუნდი, რომელმაც უკვე დროა ჩემპიონთა ლიგა მოიგოს


5 გუნდი, რომელმაც უკვე დროა ჩემპიონთა ლიგა მოიგოს

გუშინ ევროპის ყველაზე პრესტიჟულმა ტურნირმა აიღო სტარტი. საქმეში რამდენიმე ფავორიტი ჩაერთო და დამაჯერებელი გამარჯვებაც მოიპოვა. ქვემოთ მოცემულ სტატიაში შემოგთავაზებთ იმ გუნდების ჩამონათვალს, რომლებმაც უკვე დროა ჩემპიონთა ლიგის თასი აღმართონ.

იუვენტუსი

უკვე საკმაო ხანია, რაც ტურინელები ევროტურნირებზე სათანადო შედეგეს ვერ აჩვენებენ. იტალიელებმა 2015 წელს ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლა მოახერხეს, თუმცა, მაშინ "ბარსელონასთან" დამარცხდნენ. მოგვიანებით, მასიმილიანო ალეგრის გუნდს, სერიოზული შანსი ჰქონდა რომ ამ წაგების გამო რეაბილიტაცია მოეხდინა და ეს სანუკვარი ტიტული ხელში ჩაეგდო, თუმცა 2017 წელს მადრიდის "რეალის" წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში "ბებერმა ქალბატონმა" გამანადგურებელი ანგარიშით წააგო.

ზაფხულის სატრანსფერო ფანაჯრაზე ტურინელთა შემადგენლობა ფედერიკო ბერნარდესკის, ბლეიზ მატუიდის, დუგლას კოშტას და ბენედიქტ ჰიოვედესის შეძენით გაძლიერდა, თუმცა უნდა აღინიშნოს ისიც, რომ "ბებერმა ქალბატონმა" გუნდის ერთ-ერთი მთავარი ლიდერი - ლეონარდო ბონუჩი დაკარგა.

ამ სეზონში მასიმილიანო ალეგრის ძალიან ბევრის დამტკიცება მოუწევს, ასე რომ, ნებისმიერ შემთხვევაში, "იუვენტუსისთვის" რთული სეზონი იქნება. კატალონიის "ბარსელონასთან" მარცხით იტალიელებს იმედი, რა თქმა უნდა, არ გადაეწურებათ მათ ნამდვილად აქვთ იმის რესურსი, რომ მომავალში რეაბილიტაცია მოახდინონ და საქმეში თავიანთ სტილში დაბრუნდნენ.

პსჟ

5 გუნდი, რომელმაც უკვე დროა ჩემპიონთა ლიგა მოიგოს

პარიზული კლუბის მფლობელებმა უკვე ძალიან ბევრი რამ გააკეთეს იმისთვის, რომ თავიანთ გუნდს ევროპულ დონეზე წარმატებისთვის მიეღწია. ამ დროისთვის პარიზელთა შემადგენლობაში მსოფლიოს ორი ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშე - კილიან მბაპე და ნეიმარი თამაშობენ. გუშინდელმა თამაშმა უდავოდ დაამტკიცა, რომ პარიზელებს საჩემპიონო გუნდი ჰყავთ და მათ უმაღლესი მიზნებისთვის ბრძოლა ნამდვილად შეუძლიათ.

ფრანგები შიდა ჩემპიონატშიც ბრწყინვალედ გამოიყურებიან. ისინი საფრანგეთის ლიგა 1-ში ქვას ქვაზე არ ტოვებენ და თამაშებს გამანადგურებელი ანგარიშით იგებენ. ერთადერთი მინუსი, რაც შეიძლება "პსჟ"-ს ჩემპიონთა ლიგაზე წარამტების მიღწევისთვის დააკლდეს დაცვის ხაზია. ვერაინ იტყვის, რომ მიუხედავად კოლოსარული გამოცდილების მქონე ტიაგო სილვას და დანიელ ალვეშის ყოფნისა, გუნდს დაცვაში პრობლემები არ აქვს. საფრანგეთის ჩემპიონატში ჩატარებულმა ბოლო თამაშებმა აჩვენა, რომ დაცვა არც ისეთი სტაბილურია, როგორიც უნდა იყოს.

მანჩესტერ სიტი

კიდევ ერთი გუნდი, რომელშიც წლების წინ ძალიან დიდი ინვესტიცია ჩაიდო. მას შემდეგ, რაც "მანჩესტერ სიტი" შეიხმა მფლობელმა იყიდა, გუნდში ძირეული ცვლილებები განახორციელდა. "ქალაქელებმა" მოახერხეს და ინგლისის პრემიერ ლიგა მოიგეს, თუმცა ისინი ევროტურნირებზე არც ისე დამაჯერებლად ასპარეზობენ. გუნდმა დროთა განმავლობაში ბევრი მთავარი მწვრთნელი გამოიცვალა, თუმცა წარმატების სხივი ჯერჯერობით არ ჩანს.

პეპ გვარდიოლამ ზაფხულის სატრნსფერო ფანჯარაზე გუნდში ბევრი ახალწვეული მოიყვნა. ესპანელმა სპეცილისტმა იზრუნა როგორც გუნდის დაცვის, ისევე ნახევარდაცვისა და შემტევი ხაზის გაძლიერებაზე,. შედეგად მივიღეთ ის, რომ ამ დროისთვის, "მანჩესტერ სიტი" პრემიერ ლიგის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია და ჩემპიონთა ლიგაზეც გუნდს საკმაოდ სერიოზული შანსები ექნება. პრემიერ ლიგის ბოლო შეხვედრაში "მანჩესტერ სიტიმ" ბრწყინვალე ფორმაში მყოფი იურგენ კლოპის "ლივერპული" გამანადგურებელი ანგარიშით, 5:0 დაამარცხა, რაც ცალსახად "ქალაქელთა" დიდებულ შესაძლებლობებზე მიუთითებს.


ჩელსი

5 გუნდი, რომელმაც უკვე დროა ჩემპიონთა ლიგა მოიგოს

ინგლისის მოქმედი ჩემპიონი ჩემპიონთა ლიგაზე დიდი მიზნებისთვის იბრძოლებს. ანტონიო კონტეს გუნდი რამდენიმე საკვანძო ფიგურამ დატოვა, თუმცა იტალიელმა სპეციალისტმა ეს დანაკარგი ახალწვეულების მოყვნით შეავსო. გუშინ, "სტემფორდ ბრიჯზე" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში ლონდონელებმა გოლების წვიმა მოაწყეს და "ყარაბახი" გამანადგურებელი ანგარიშით დაამარცხეს. განსაკუთრებით აღსანიშნავია პედროს და ზაპაკოსტას მიერ გატანილი ფანტასტიური გოლები. უდავოა, რომ ანტონიო კონტეს გუნდი ბრწყივნალე ფორმაში იმყოფება დ ამ გუნდისთვის ჩემპიონთა ლიგის მოგებ სავსებით რეალურია.

მანჩესტერ იუნაიტედი

შესაძლოა ცოტათი გასაკვირი იყოს, თუმცა 5-ეულში სამი ინგლისური გუნდი მოხვდა. ალბათ ყველა ელოდება იმ დროს, როცა ინგლსიური კლუბები ევროპულ საღამოებს კვლავ გაალამაზებენ ისე, როგორც ამას წლების წინ აკეთებდნენ, ასე რომ, ჩვენი ბლოკის ხუთეულში "მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფნა უადგილო ნამდვილად ვერ იქნება.

ჟოზე მოურინიომ გასულ სეზონში ევროა ლიგა მოიგო და ამ გზით მოახერხა ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება. გუნდმა ამ ზაფხულს სერიოზული შენაძენები გააკეთა, ასე რომ, ობიექტური თვალთახედვიდან, "მანჩესტერ იუნაიტედი" ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ შემადგენლობას უყრის თავს. რომელუ ლუკაკუს და ნემანია მატიჩის დამატებამ გუნდის როგორც შემტევი, ისევე დაცვითი ხაზი საგრძნობლად გააძლიერა. ლუკაკუს შეძენით, "იუნაიტედს" ამიერიდან გოლების მანქანა ეყოლება, ხოლო ნემანია მატიჩი კი თავის საქმეში ერთ-ერთი საუკეთესოა - მისნაირი ჩამშლელი მსოფლიოში მხოლოდ თითებზე ჩამოსათვლელი თუ იქნება. არ უნდა დაგვავიწყდეს ის ფაქტიც, რომ "იუნაიტედმა" ზლატან იბრაჰიმოვიჩს კიდევ ერთწლიანი კონტრაქტი გაუფორმა, უდავოა, რომ შვედი მოთამაშე შემდეგ სეზონში თავისი უმაღლესი კლასით და კოლოსარული გამოცდილებით "წითელ ეშმაკებს" ტიტულების მოგებაში დაეხმარება.

ნიკა ნოზაძე, სპეციალურად GOAL.GE-სთვის

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები