საქართველოს ნაკრები ვიქტორ სანიკიძემაც დატოვა: "ეს ჩემს ცხოვრებაში ძალიან ემოციური მომენტია" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

საქართველოს ნაკრები ვიქტორ სანიკიძემაც დატოვა: "ეს ჩემს ცხოვრებაში ძალიან ემოციური მომენტია"


საქართველოს ნაკრები ვიქტორ სანიკიძემაც დატოვა:

ვიქტორ სანიკიძემ საქართველოს საკალათბურთო ნაკრები დატოვა.

31 წლის კალათბურთელმა ამის შესახებ, სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა.

"ეს ჩემს ცხოვრებაში, ძალიან ემოციური მომენტია.

ყველაზე დიდი სიმდიდრე, ყველაზე ძვირფასი და ფასდაუდებელი, რაც მერგო წილად, ქართველი ხალხის სიყვარულია. გულშემატკივრის თანადგომა, რომელთა მხარდაჭერასაც ვგრძნობდი ყოველ ფეხის ნაბიჯზე, თითოეულ გამართულ მატჩზე.

ეროვნულ ნაკრებში გატარებული წლები არის ოქროს წლები, ამისთვის დიდი მადლობა ჩემს ბიჭებს, ჩემს ძმებს, ვისთან ერთადაც ბევრი სირთულე გადამილახავს და რაც ყველაზე მთავარია ძალიან ბევრი ბედნიერი წუთი მქონია. მე თქვენთან ერთად გავიმარჯვე ამ ცხოვრებაში.

კალათბურთი იყო, არის და იქნება ჩემი ნაწილი. მინდა პირობა მოგცეთ, რომ სადაც არ უნდა ვიყო, რასაც არ უნდა ვაკეთებდე, ყოველთის ვიქნები საქართველოს ეროვნული ნაკრების ნომერ პირველი გულშემატკვარი.

დღეიდან მეც თქვენსავით ვიჯდები ტრიბუნებზე და ისევე ვუგულშემატკივრებ ჩვენ ნაკრებს, როგორც ეს წლებია თქვენ აკეთებთ, რადგან ზუსტად ვიცი რამდენს ნიშნავს ეს თითოეული ქართველი სპორტსმენისთვის.

მინდა წარმატება ვუსურვო მომავალ თაობას. დიდი მადლობა ყველას, ვისაც კალათბურთი და საქართველო უყვარს", - წერს კალათბურთელი.

გაცნობებთ, რომ სანიკიძემ ტრავმის გამო ევრობასკეტი 2017 გამოტოვა.

ასევე, საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ზაზა ფაჩულიამაც დატოვა.

საქართველოს ნაკრები ვიქტორ სანიკიძემაც დატოვა: "ეს ჩემს ცხოვრებაში ძალიან ემოციური მომენტია"

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები