ნაგელსმანი: "ბაიერნს შეუძლია, რომ გამაბედნიეროს" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ნაგელსმანი: "ბაიერნს შეუძლია, რომ გამაბედნიეროს"


ნაგელსმანი:

"ჰოფენჰაიმის" მთავარმა მწვრთნელმა, იულიან ნაგელსმანმა, განაცხადა, რომ მიუნხენის "ბაიერნი" მისთვის მნიშვნელოვანი გუნდია.

"ბაიერნი" ჩემს ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ლანდსბერგიდან სწორედ მიუნხენში წავედი და იქ რამდენიმე წელი ვცხოვრობდი. ჩემი ცოლი და ბავშვიც მალე მიუნხენში გადავლენ, სადაც სახლს ვაშენებთ.

ახლა ბედნიერი ვარ და "ბაიერნს" შეუძლია, რომ უფრო ბედნიერი გამხადოს, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ჩემი ცხოვრება ამ გუნდზეა დამოკიდებული", - განაცხადა 29 წლის გერმანელმა სპეციალისტმა.

გერმანულ პრესაში გასული სეზონის ბოლოს არაერთხელ დაიწერა, რომ "ბაიერნის" ხელმძღვანელობა კარლო ანჩელოტის შემცვლელად სწორედ იულიან ნაგელსმანს განიხილავს.
ასევე იხილეთ თემაზე:
ბაიერნი იულიან ნაგელსმანი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები