ბერარდიმ შესაძლოა იუვენტუსთან მატჩი გამოტოვოს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ბერარდიმ შესაძლოა იუვენტუსთან მატჩი გამოტოვოს


ბერარდიმ შესაძლოა იუვენტუსთან მატჩი გამოტოვოს

"სასუოლოს" თავდამსხმელმა და ლიდერმა, დომენიკო ბერარდიმ, შესაძლოა ტურინის "იუვენტუსთან" მატჩი გამოტოვოს.

"სოფლელების" ოფიციალური ვებ-საიტი იტყობინება, რომ 23 წლის იტალიელს ფეხზე ჭრილობა აქვს, რომელსაც შეხორცება სჭირდება.

სავარაუდოდ, დომენიკო ბერარდი "ბებერ ქალბატონთან" მატჩამდე, რომელიც კვირას გაიმართება, გამოჯანმრთელებას ვერ მოaსწრებს.

ბერარდიმ სერია ა-ს მიმდინარე სეზონში 3 მატჩი ჩაატარა, მაგრამ ჯერ არც გოლი გაუტანია და არც ასისტი გაუკეთებია.
ასევე იხილეთ თემაზე:
იუვენტუსი დომენიკო ბერარდი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები