ჰიონესი სალიჰამიჯიჩის მუშაობით კმაყოფილია » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ჰიონესი სალიჰამიჯიჩის მუშაობით კმაყოფილია


ჰიონესი სალიჰამიჯიჩის მუშაობით კმაყოფილია

მიუნხენური გრანდის პრეზიდენტმა, ული ჰიონესმა, "Goal.com-თან" საუბრისას აღნიშნა, რომ "ბაიერნის" ახალი სპორტული დირექტორის მუშაობით კმაყოფილია.


"სალიჰამიჯიჩი "ბაიერნში" კარგ სამუშაოს ასრულებს. ის არ არის ის ადამიანი, რომელმაც პრესის წინ ბევრი უნდა ისაუბროს. ჰასანმა გუნდში წესრიგზე უნდა იზრუნოს, რასაც კარგად აკეთებს", - აღნიშნა ულიმ.

ამ ზაფხულს "რეკორდმაისტერის" მენეჯერის პოსტი კლუბის ყოფილმა მოთამაშემ და ლეგენდამ, ჰასან სალიჰამიჯიჩმა, დაიკავა და გუნდში საკუთარი ავტორიტეტი უკვე მოიხვეჭა.

"ბრაცომ" ახალი სეზონის წინ გუნდის მთავარ მწვრთნელ, კარლო ანჩელოტის, კლუბის ბაზაზე მოწევა აუკრძალა, ხოლო ფეხბურთელებს - სეზონის მსვლელობისას მოკლევადიანი მოგზაურობა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები