ზეედორფს სამწვრთნელო კარიერის აღდგენა სურს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ზეედორფს სამწვრთნელო კარიერის აღდგენა სურს


ზეედორფს სამწვრთნელო კარიერის აღდგენა სურს

"მილანის" ყოფილი მთავარი მწვრთნელი და ფეხბურთელი, ლეგენდარული კლარენს ზეედორფი, აცხადებს, რომ სამწვრთნელო კარიერის აღდგენა სურს.

"მე იტალიში ვმუშაობდი და საკუთარ მოვალეობას თავს კარგად ვართმევდი. სამწუხაროდ, ეს დიდ ხანს არ გაგრძელებულა.

ვნახოთ მომეცემა თუ არა კიდევ ერთი შანსი. საინტერესო პროექტს ვეძებ. საფეხბურთო სამყაროში ყველაფერი სწრაფად მიმდინარეობს და იმედი მაქვს, სამწვრთნელო კარიერას აღვადგენ", - აღნიშნა ზეედორფმა.

41 წლის ჰოლანდიელი "როსონერის" 2014 წლის იანვარში ჩაუდგა სათავეში და სეზონის ბოლომდე 19 თამაშიდან მილანურ გრანდს 11 გამარჯვება მოუტანა. თუმცა "მილანმა" სერია ა მერვე ადგილზე დაასრულა, კლარენსი კი პოსტიდან წავიდა.
ასევე იხილეთ თემაზე:
მილანი კლარენს ზეედორფი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები