სალიჰოვიჩი ბუნდესლიგაში დაბრუნებით მოხარულია » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

სალიჰოვიჩი ბუნდესლიგაში დაბრუნებით მოხარულია


სალიჰოვიჩი ბუნდესლიგაში დაბრუნებით მოხარულია

"ჰამბურგის" ახალწვეული, სეიად სალიჰოვიჩი, გერმანიის ეროვნულ ჩემპიონატში დაბრუნებით მოხარულია.

"ბუნდესლიგაში დაბრუნება მინდოდა და საფეხბურთო კარიერის დასრულებაზე არასოდეს მიფიქრია, ამიტომ უბრალოდ მადლობელი ვარ.

როდესაც ორშაბათს "ჰამბურგისგან" მივიღე წინადადება, ბევრი არ მიფიქრია და ახლა ახალ გამოწვევას სულმოუთმენლად ველი. მინდა, რომ ძირითადში ადგილი მოვიპოვო და ბიჭებს დავეხმარო", - აღნიშნა გამოცდილმა ბოსნიელმა.

32 წლის უნივერსალური ნახევარმცველი "დინოზავრებმა" დღეს უფასოდ დაიმატეს. სალიჰოვიჩი 2006-15 წლებში "ჰოფენჰაიმის" ღირსებას იცავდა, ბოლო წლები კი შვეიცარიაში გაატარა.
ასევე იხილეთ თემაზე:
სეიად სალიჰოვიჩი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები