შტიოგერი: "არსენალი გამორჩეული გუნდია" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

შტიოგერი: "არსენალი გამორჩეული გუნდია"


შტიოგერი:

"კიოლნის" მთავარი მწვრთნელი, პეტერ შტიოგერი, ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპის სტარტს სულმოუთმენლად ელის.

"მათი რამდენიმე თამაში ვნახე და შემიძლია გითხრათ, რომ "არსენალი" გამორჩეული გუნდია, რომელიც ძალიან ლამაზად თამაშობს და მინდორზე საოცარ ემოციას ტოვებს. ახლა კი ძალიან მაინტერესებს რას იზამენ ლონდონში ჩემი ბიჭები.

ვიცით, რომ ჩვენ "არსენალის" ფანების ზეწოლის ქვეშ მოვექცევით, მაგრამ სტადიონზე გერმანელი ქომაგებიც იქნებიან", - აღნიშნა ავსტრიელმა სპეციალისტმა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები