ESPN: ანჩელოტი ინგლისში დაბრუნდება » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ESPN: ანჩელოტი ინგლისში დაბრუნდება


ESPN: ანჩელოტი ინგლისში დაბრუნდება

მიუნხენის "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ, შესაძლოა მიმდინარე სეზონის შემდეგ გერმანული გრანდი დატოვოს.

ცნობილი ამერიკული გამოცემა "ESPN" იტყობინება, რომ თუ "რეკორდმაისტერი" გაისად ახალი თავკაცის დანიშვნას მოინდომებს, მაშინ 58 წლის იტალიელი სპეციალისტი ინგლისში დაბრუნებას შეეცდება.

პაპა კარლოზე მიმდინარე სეზონში საკმაოდ დიდი ზეწოლა ხორციელდება და თუ "ბაიერნი" ჩემპიონთა ლიგაზე კვლავ ვერ მიაღწევს წარმატებას, შესაძლოა მან პოსტი დატოვოს.

ანჩელოტი, რომლის მოქმედი კონტრაქტი "ბაიერნთან" 2019 წლამდეა გათვლილი, პრემიერ ლიგაში 2009-11 წლებში მუშაობდა და ლონდონის "ჩელსის" წვრთნიდა. 2010 წელს მან ინგლისის ჩემპიონატი მოიგო კიდეც.
ასევე იხილეთ თემაზე:
ბაიერნი კარლო ანჩელოტი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები