რონალდუმ ჩემპიონთა ლიგაზე მესის 2 რეკორდი მოხსნა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

რონალდუმ ჩემპიონთა ლიგაზე მესის 2 რეკორდი მოხსნა


რონალდუმ ჩემპიონთა ლიგაზე მესის 2 რეკორდი მოხსნა

ჩემპიონთა ლიგის მატჩში მადრიდის "რეალმა" "აპოელი" მიიღო და მეტოქე 3:0 დაამარცხა.

შეხვედრაში ორი გოლის გატანა კრიშტიანუ რონალდუმ მოახერხა. 51-ე წუთზე პორტუგალიელმა თერთმეტმეტრიანი შეასრულა ზუსტად.

ამ გოლით, მან ლიონელ მესის გადაასწრო. რონალდუ გახდა ფეხბურთელი, რომელსაც ჩემპიონთა ლიგაზე თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან ყველაზე მეტი გოლი აქვს გატანილი.

საერთო ჯამში, მან 15 პენალტი შეასრულა, საიდანაც 12 გაიტანა (ვერ გაიტანა ბარსელონასთან, ლუდოგორეცთან და კოპენჰაგენთან). რაც შეეხება მესის, მას ლიგაზე 11 თერთმეტმეტრიანი აქვს გატანილი.

ასევე, კრიშტიანუ გახდა ფეხბურთელი, რომელსაც ჩემპიონთა ლიგაზე, შინ გამართულ შეხვედრებში ყველაზე მეტი გოლი აქვს გატანილი. ამ მაჩვენებელში არგენტინელმა პორტუგალიელს გუშინ გადაასწრო, თუმცა დღეს რეკორდი კვლავ კრიშტიანუმ დაიბრუნა. რონალდუს, შინ ლიგაზე 55 გოლი აქვს გატანილი, მესის კი - 54.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები