ზიდანი რამოსის მაკრატელაზე: "ამის გაკეთება მე ვერ მოვახერხე" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ზიდანი რამოსის მაკრატელაზე: "ამის გაკეთება მე ვერ მოვახერხე"


ზიდანი რამოსის მაკრატელაზე:

ჩემპიონთა ლიგის მატჩის შემდეგ ზინედინ ზიდანმა პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

"სამეფო კლუბმა" "ბერნაბეუზე" "აპოელი" მიიღო და მეტოქე 3:0 დაამარცხა. ორი გოლი რონალდუმ გაიტანა, ერთი კი რამოსმა.

"რონალდუ? ის მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელია, კრიშტიანუ ყოველთვის დგას იქ, საიდანაც გოლის გატანაა შესაძლებელი.

მას, რომ ოდნავ მეტი იღბალი ჰქონოდა, დღეს ორის ნაცვლად, ოთხ გოლს გაიტანადა. ყველამ ვიცით, თუ რა შესაძლებლობები აქვს რონალდუს.

"აპოელი" კარგი გუნდია, რომელსაც გამოცდილი ფეხბურთელები ჰყავს. ვფიქრობ, რომ დღეს ისინი არ განადგურებულან. თუ კონცენტრაციას ოდნავ მოადუნებ, ისინი ყოველთვის სათანადოდ გამოიყენებენ ამას.

საერთო ჯამში, თამაშით კმაყოფილი ვარ.

რამოსის გოლი? მსგავსი ბურთის გატანა მე ვერ მოვახერხე კარიერაში, მხოლოდ რამდენიმე მოთამაშეს შეუძლია.

რამოსს თავით გოლების გატანა თავისუფლად შეუძლია, თუმცა თუ შანსი მიეცემა "მაკრატელის" გატანის ალღოც აქვს", - განაცხადა ზიდანმა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები