სევილიას მწვრთნელმა დრო მაშინ გაიყვანა, როცა გუნდი აგებდა: "კლოპს ავუხსენი რატომაც მოვიქეცი ასე" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

სევილიას მწვრთნელმა დრო მაშინ გაიყვანა, როცა გუნდი აგებდა: "კლოპს ავუხსენი რატომაც მოვიქეცი ასე"


სევილიას მწვრთნელმა დრო მაშინ გაიყვანა, როცა გუნდი აგებდა:

"ლივერპულისა" და "სევილიას" მატჩის მე-60 წუთზე "ენფილდზე" მცირე არეულობა იყო.

ესპანური გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ედუარდო ბერიცომ მთავარი არბიტრისგან დისკვალიფიკაცია მიიღო.

საქმე იმაშია, რომ მე-60 წუთზე მან ბურთი აიღო და "ლივერპულის" ფეხბურთელს აწვდიდა, რა დროსაც პირიქით მოიქცა და უფრო შორს გადააგდო.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ამ დროს "სევილია" მარცხდებოდა და ესპანელს დროის გაყვანა არ აწყობდა.

ეს ფაქტი მან ასე ახსნა: "პირველ ნახევარში, როდესაც ჩვენ ვიგებდით დროის გაყვანის მიზნით ბურთი გადავაგდე და სწორედ ამიტომ, როდესაც ჩვენ ვაგებდით, მაშინაც მსგავსი რამ გავაკეთე.

შეხვედრის შემდეგ, კლოპს ეს ყველაფერი გასახდელში ავუხსენი და მან კარგად გაიგო", - განაცხადა "სევილიას" მწვრთნელმა.

ასევე, იხილეთ კლოპის კომენტარი ამ ფაქტზე.


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები