VIDEO: კლოპს სევილიას შტაბი დაუპირისპირდა: "არც მითხოვია მისი გაძევება" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

VIDEO: კლოპს სევილიას შტაბი დაუპირისპირდა: "არც მითხოვია მისი გაძევება"


VIDEO: კლოპს სევილიას შტაბი დაუპირისპირდა:

"ლივერპულისა" და "სევილიას" მატჩის მე-60 წუთზე ინციდენტი მოხდა. ესპანური გუნდის მთავარმა მწვრთნელმა წითელი ბარათი მიიღო, რაც შემდეგ იურგენ კლოპს დაბრალდა.

ედუარდო ბერიცოს გაძევებას "სევილიას" შტაბი, შეხვედრის შემდეგ გერმანელს აბრალებდა.

"მომეწონა თუ არა ეს ეპიზოდი? რა თქმა უნდა, არა. თუმცა არბიტრის გადაწყვეტილებაზე ჩემი ზეგავლენა არ ყოფილა.

საერთოდ, არც მომითხოვია, რომ "სევილიას" მწვრთნელი გაეძევებინათ.

თამაშის შემდეგ, გასახდელში მასთან ვისაუბრე და ყველაფერი კარგად არის", - განაცხადა კლოპმა.


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები