პრემიერ ლიგის გუნდების წაგებამ სატრანსფერო ბაზარზე 1 მილიარდს გადააჭარბა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

პრემიერ ლიგის გუნდების წაგებამ სატრანსფერო ბაზარზე 1 მილიარდს გადააჭარბა


პრემიერ ლიგის გუნდების წაგებამ სატრანსფერო ბაზარზე 1 მილიარდს გადააჭარბა

2017 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს უიშვიათესი შემთხვევა დაფიქსირდა. ლა ლიგის გუნდებმა სატრანსფერო ფანჯარაზე უფრო მეტი მიიღეს, ვიდრე დახარჯეს.

საერთო ჯამში, ესპანეთის ჩემპიონატის 20-მა გუნდმა 639 მილიონი ევრო დახარჯა, სანაცვლოდ კი ტრანსფერებისგან 752 მილიონი ევრო მიიღო.

პრემიერ ლიგაში რადიკალურად განსხვავებული სიტუაციაა.

ინგლისურმა გუნდებმა ზაფხულში, ტრანსფერებში მილიარდ 400 მილიონი ევრო დახარჯეს, სანაცვლოდ კი გაყიდული ფეხბურთელებისგან 300 მილიონი ევრო მიიღეს.

ამრიგად, სატრანსფერო ბაზარზე, პრემიერ ლიგის გუნდების წაგებამ მილიარდ ევროს გადააჭარბა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები