სრული ლიდერი - როგორია მესის სტატისტიკა ახალ სეზონში? » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

სრული ლიდერი - როგორია მესის სტატისტიკა ახალ სეზონში?


სრული ლიდერი - როგორია მესის სტატისტიკა ახალ სეზონში?

2017-2018 წლების სეზონში "ბარსელონამ" უკვე 3 ტურნირზე მიიღო მონაწილეობა.

გუნდი ჯერ ესპანეთის სუპერთასზე "რეალს" შეხვდა, სადაც ორი მატჩის ჯამში 5:1 დამარცხდა.

"ბარსელონამ" ლა ლიგაში 3 თამაში ჩაატარა და 3-ვე მოიგო (გოლები: 9-0).

სამშაბათს, გუნდი ჩემპიონთა ლიგაზეც გამოვიდა და გასული სეზონის ფინალისტი "იუვენტუსი" 3:0 დაამარცხა.

2017-2018 წლების სეზონში, "ბარსელონას" 13 გოლი აქვს გატანილი და აქედან 8 მესის ანგარიშზეა. არგენტინელი ყოველთვის გუნდის ლიდერი იყო, თუმცა მიმდინარე სეზონის სტარტზე ის პრაქტიკულად ყველაფერს აკეთებს.

მესიმ "იუვენტუსთან" 2 გოლი გაიტანა და პრაქტიკულად 2-ვე ეპიზოდი თვითონ შექმნა და რაკიტიჩის გოლის დროსაც მისი თამაში იყო გამოსარჩევი.

რაც შეეხება ლა ლიგას, აქ არგენტინელს 3 მატჩში 5 გოლი აქვს გატანილი. მესიმ ორი გოლი "დეპორტივოს" გაუტანა, 3 კი "ესპანიოლს".

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები