ნეიმარი: "ჩემი მთავარი მიზანი არა ოქროს ბურთის მოგება, არამედ გუნდთან ერთად წარმატებული თამაშია" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ნეიმარი: "ჩემი მთავარი მიზანი არა ოქროს ბურთის მოგება, არამედ გუნდთან ერთად წარმატებული თამაშია"


ნეიმარი:

"სელტიკთან" მოგებული 5:0 მატჩის შემდეგ, კომენტარი "პსჟ"-ს 222 მილიონიანმა ფეხბურთელმა, ნეიმარმა გააკეთა.

"რა თქმა უნდა, ყველა ფეხბურთელი ოცნებაა, რომ ოქროს ბურთი მოიგოს, თუმცა ჩემთვის ამ პრიზზე დიდი მიზანი გუნდთან ერთად წარმატებული თამაში და ჩემპიონთა ლიგის მოგებაა.

ფაქტია პსჟ-ს ძალიან ძლიერი გუნდი ჰყავს, ამით უნდა ვისარგებლოთ და რაც შეიძლება მეტი მატჩი და ტურნირები მოვიგოთ.

ბედნიერი ვარ, რომ ჩემპიონთა ლიგაზე პირველივე მატჩი ასე მარტივად მოვიგოთ. თამაშით კმაყოფილი ვარ

კავანი და მბაპე საოცარი მოთამაშეები არიან. ჩვენ ერთმანეთს უკვე ძალიან კარგად ვუგებთ", - აცხადებს ნეიმარი.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები