იუვენტუსის პრეზიდენტმა ინიესტას შესაძლო ყიდვაზე კომენტარი გააკეთა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

იუვენტუსის პრეზიდენტმა ინიესტას შესაძლო ყიდვაზე კომენტარი გააკეთა


იუვენტუსის პრეზიდენტმა ინიესტას შესაძლო ყიდვაზე კომენტარი გააკეთა

ტურინის "იუვენტუსის" პრეზიდენტმა ჯუზეპე მაროტამ ანდრეს ინიესტას შესაძლო ყიდვაზე ოფიციალური განცხადება გააკეთა.

ბოლო პერიოდში, აქტიურად იწერება, რომ ესპანელი ფეხბურთელი "ბარსელონას" ამ სეზონის ბოლოს დატოვებს.

"ინიესტა ძალიან კარგი ფეხბურთელია, ბარსელონაში თავს კარგად გრძნობს და სავარაუდოდ, კონტრაქტსაც გაახანგრძლივებს.

უბრალოდ, ვერ ვხედავ იმის მიზეზს, თუ რატომ უნდა დატოვოს მან ბარსელონა და წამოვიდეს იუვენტუსში", - აცხადებს მაროტა.

შეგახსენებთ, რომ 33 წლის ინიესტას კატალონიურ გრანდთან კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები