გვარდიოლა: "ჩემს გუნდში მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი თამაშობს" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

გვარდიოლა: "ჩემს გუნდში მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი თამაშობს"


გვარდიოლა:

"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ ამავე გუნდის ნახევარმცველზე, კევინ დე ბრუინზე ისაუბრა.

"ჩემს გუნდში მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი თამაშობს. დიახ, დე ბრუინი ერთ-ერთი საუკეთესოა, ვინც კი ოდესმე გამიწრთვნია.

ის ძალიან ჭკვიანი და ჩამოყალიბებული ფეხბურთელია. მოხარული ვარ, რომ ასეთი დონის ფეხბურთელი ჩვენთან თამაშობს", - აცხადებს გვარდიოლა.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ რაუნდში დე ბრუინის და გვარდიოლას "სიტიმ" "ფეინოორდი" 4:0 გაანადგურა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები