რონალდუ: "ამჟამად, რეალის მთავარი მიზანი ჯგუფიდან გასვლაა" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

რონალდუ: "ამჟამად, რეალის მთავარი მიზანი ჯგუფიდან გასვლაა"


რონალდუ:

როგორც მოსალოდნელი იყო, მადრიდის "რეალმა" ჩემპიონთა ლიგის სეზონი წარმატებულად დაიწყო და შინ "აპოელი" 3:0 დაამარცხა.

მატჩის შემდეგ კომენტარი სამეფო კლუბის ლიდერმა კრიშტიანო რონალდუმ გააკეთა, რომელმაც დუბლი გაიფორმა.

"წინ დიდი გზა გვაქვს გასავლელი. სეზონს ნელ-ნელა უნდა მივყვეთ. ამჟამად, რეალის მთავარი მიზანი ისაა, რომ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფიდან გავიდეს, შემდეგ ვნახოთ.

რა თქმა უნდა, ძალიან გვინდა ლიგის კიდევ ერთხელ მოგება. ჩემპიონთა ლიგა რეალისთვის ყოველთვის მთავარი ტურნირი იქნება.

მოხარული ვარ, რომ გუნდს დავუბრუნდი. მოხარული ვარ იმითაც, რომ სეზონის პირველივე მატჩში ორი გოლი გავიტანე", - აცხადებს რონალდუ.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები