ხოჭოლავამ ლიგა დააჭაშნიკა, ჯანოს დებიუტი გადაედო » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ხოჭოლავამ ლიგა დააჭაშნიკა, ჯანოს დებიუტი გადაედო


ხოჭოლავამ ლიგა დააჭაშნიკა, ჯანოს დებიუტი გადაედო

შედგა დავით ხოჭოლავას დებიუტი ჩემპიონთა ლიგაზე _ შახტარი-ნაპოლის მატჩის 91-ე წუთზე ჩვენებურმა ორდეცი შეცვალა. თუმცა, ეს უფრო დროის გაყვანისთვის მომხდარი ცვლილებაა და უნდა ვივარაუდოთ, რომ ჩვენებური ჯერ კიდევ არ ითვლება ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელად.

შახტარმა კი ლიგა 3 ქულით დაიწყო _ დონბასურმა გუნდმა შინ 2:1 მოუგო იტალიურ ნაპოლის, რაც სერიოზული ნაბიჯია ჯგუფიდან გასასვლელად.

_ ყველაფერი ჩვენს სასიკეთოდ წარიმართა. პირველ ტაიმში სრული კონტროლიც გვქონდა, თუმცა მეორე ნახევარში მერტენსის შემოსვლამ ნაპოლის შეტევები ძალიან მწვავე გახადა, მაგრამ დაცვის ხაზი და პიატოვი ჩინებულად თამაშობდნენ. ჩვენ ასეთი გუნდი ვართ _ ანგარიშის შენარჩუნებას საკუთარი ფეხბურთის თამაშით ვცდილობთ... მიუხედავად იმისა, რომ კრივცოვს ტრავმა აქვს და ამის გამო შანსი მომეცემა, არ მსურს გავიხარო მისი დაზიანებით. მალე დაბრუნებას ვუსურვებ, მე კი სრულად გამოვმჯამრთელდი და სათამაშოდ მწყობრში ვარ, - თქვა ხოჭოლავამ მატჩის შემდეგ.

მომდევნო მატჩს შახტარი 26 სექტემბერს ინგლისში, მანჩესტერ სიტისთან გამართავს.

გადაიდო ჯანო ანანიძის დებიუტი ლიგაში. ქართველის გარეშე მოსკოვის სპარტაკმა სტუმრად სლოვენიურ მარიბორთან ფრე, 1:1 ითამაშა. ჯანოს არყოფნა ნაკრებში მიღებული ტრავმაა, მუხლი აწუხებს და ინდივიდუალურად დარბის.

მომდევნო მატჩს სპარტაკი მოსკოვში ლივერპულთან 26 სექტემბერს გამართავს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები