FIFA-ს რეიტინგში საქართველო 9 პოზიციით დაწინაურდა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

FIFA-ს რეიტინგში საქართველო 9 პოზიციით დაწინაურდა


FIFA-ს რეიტინგში საქართველო 9 პოზიციით დაწინაურდა

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ფიფა/კოკა-კოლას განახლებულ რეიტინგში 9 საფეხურით დაწინაურდა და 103-ე ადგილზეა. ეს ყველაფერი კი ბოლო მატჩების დამსახურებაა.

ვლადიმირ ვაისის გუნდმა შინ ირლანდიას ფრე და იგივე შედეგი სტუმრად ავსტრიაში აჩვენა, რითიც ბლომად სარეიტინგო ქულები გამოიმუშავა და სლოვაკი სპეციალისტის მუშაობის პერიოდში ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია.

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ორ დარჩენილ შეხვედრას, შინ უელსთან და გასვლაზე სერბეთთან 6 და 9 ოქტომბერს ჩაატარებს და წარმატების შემთხვევაში ასეულში შესვლის შანსი აქვს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები