ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში ისტორიული რეკორდი დამყარდა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში ისტორიული რეკორდი დამყარდა


ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში ისტორიული რეკორდი დამყარდა

ჩემპიონთა ლიგის 2017/18 წლების სეზონის გათამაშების ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში გუნდებმა შედეგიანობის რეკორდი დაამყარეს.

16 მატჩში საერთო ჯამში 54 გოლი გავიდა. სამშაბათს ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე მონაწილე გუნდებმა 28 ბურთი გაიტანეს, გუშინ კი - 26.

აქამდე, რეკორდი 53 გოლი გახლდათ, რომელიც 2013/14 წლების სეზონში დამყარდა.

ასე და ამგვარად, ჩემპიონთა ლიგა მაჟორულ ნოტაზე დაიწყო.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები