კროოსმა რეალის გულშემატკივრები გააკრიტიკა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

კროოსმა რეალის გულშემატკივრები გააკრიტიკა


კროოსმა რეალის გულშემატკივრები გააკრიტიკა

"რეალის" ნახევარმცველმა, ტონი კროოსმა კლუბის გულშემატკივრებს მიმართა და სთხოვა, რომ ფეხბურთელებს არ დაუსტვინონ.

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში "აპოელთან" (3:0) გამართულ შეხვედრაში ფანებმა თავდამსხმელ გარეტ ბეილს უსტვინეს.

"არ გამიგია, თუ რა ხდებოდა ტრიბუნებზე, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ცუდია, როცა ჩვენს ფეხბურთელებს უსტვენენ", - ციტირებს კროოსის სიტყვებს AS.

"გამარჯვებისთვის ყველაფერი გავაკეთეთ, ამიტომაც სტვენა არ დაგვიმსახურებია. საქმე "რეალს" ეხება, გულშემატკივრებს თითოეული ჩვენგანისგან საუკეთესო თამაშის ხილვა სურთ".

"რა თქმა უნდა, ამის გაკეთება შეუძლიათ, მაგრამ ეს ფეხბურთელებს არ ეხმარება", - დაამატა გერმანელმა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები