პოულსენმა ლაიფციგთან გაახანგრძლივა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

პოულსენმა ლაიფციგთან გაახანგრძლივა


პოულსენმა ლაიფციგთან გაახანგრძლივა

"ლაიფციგის" თავდამსხმელმა, იუსუფ პოულსენმა, თავის კლუბთან ახალი კონტრაქტი გააფორმა.

"ხარების" ოფიციალური ვებ-საიტის ინფორმაციით, 23 წლის დანიელი გერმანული კლუბის ღირსებას 2021 წლის ზაფხულამდე დაიცავს.

იუსუფ პოულსენი "ლაიფციგს" 2013 წლის ზაფხულში შეუერთდა და მას შემდეგ "ხარების" მაისურით 136 მატჩი ჩაატარა, რომლებშიც 35 გოლი გაიტანა.

ბუნდესლიგის გასულ სეზონში იუსუფმა 29 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, 5 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა.
ასევე იხილეთ თემაზე:
ლაიფციგი იუსუფ პოულსენი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები