კონტე: "ასპილიკუეტა მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მცველია" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

კონტე: "ასპილიკუეტა მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მცველია"


კონტე:

ლონდონის "ჩელსის" მთავარი მწვრთნელი, ანტონიო კონტე, მიიჩნევს, რომ მისი გუნდის უნივერსალური მცველი, სესარ ასპილიკუეტა, თავის პოზიციაზე მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა.

"ასპილიკუეტა მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთსო ცენტრალური მცველია.

ის ბურთთან და მის გარეშეც ძალიან კარგად მოქმედებს. გარდა ამისა, სესარი ფანტასტიკური ადამიანია, რომელიც ყოველთვის პოზიტიურ განწყობაზეა და ვარჯიშებზე ბევრს მუშაობს.

ვფიქრობ, ასპი ფანტასტიკური ფეხბურთელი და ნებისმიერი მწვრთნელის საოცნებო მოთამაშეა", - აღნიშნა იტალიელმა სპეციალისტმა.

28 წლის ესპანელმა მიმდინარე სეზონში სულ 5 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები