კლოპი: "თამაში მომეწონა" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

კლოპი: "თამაში მომეწონა"


კლოპი:

"ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა, "სევილიასთან" გუშინდელი თამაში შეაფასა.

"დაახლოებით 85-86 წუთი "ლივერპული" უბრალოდ მაგრად თამაშობდა. ჩვენ აბსოლუტურად ყველაფერზე გვქონდა პასუხი, გოლების გარდა.

მატჩის მსვლელობისას მომეჩვენა, რომ საკმაოდ ცუდი ბურთები გავუშვით. ვიცით, რომ უნდა მოვუმატოთ, მაგრამ ამისათვის დრო ჯერ კიდევ არის. ფრე - არც ისე კარგია, მაგრამ თამაში მომეწონა.

ძალიან იმედგაცრუება არ ღირს, ეს შედეგი უნდა მივიღოთ. თუმცა ეს არ ყოფილა ის, რაც გვინდოდა ან ის,რაც დავიმსახურეთ. მეტოქეს მხოლოდ ორი მომენტი ჰქონდა, მაგრამ ასეთები ხდება", - განაცხადა გერმანელმა სპეციალისტმა.

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში მერსესაიდულმა გრანდმა შინ "სევილია" მიიღო და მიუხედავად დიდი უპირატესობისა, ქულები მაინც დაკარგა - 2:2.
ასევე იხილეთ თემაზე:
ლივერპული იურგენ კლოპი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები