გვარდიოლა: "სტოუნსი განსაკუთრებული მცველი გახდება" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

გვარდიოლა: "სტოუნსი განსაკუთრებული მცველი გახდება"


გვარდიოლა:

"მანჩესტერ სიტის" მთავარ მწვრთნელს, პეპ გვარდიოლას, სჯერა, რომ ჯონ სტოუნსი საკმაოდ ძლიერი მცველი გახდება.

"მის კლასში არანაირი ეჭვი არ მეპარება. მისი ორი ბურთი ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ჯონმა საკმაოდ სერიოზული მიზანი დაისახა და იცის, რომ ჯერ კიდევ უნდა მოუმატოს. ის ჯერ კიდევ ახალგაზრდაა და ბევრის მიღწევა შეუძლია.

როდესაც სტოუნსი საკუთარი შესაძლებლობების პიკს მიაღწევს, მაშინ მსოფლიოში განსაკუთრებული ცენტრალური მცველი იქნება", - განაცხადა ესპანელმა.

23 წლის ინგლისელი მცველი მანჩესტერულმა კლუბმა 2016 წლის ზაფხულში "ევერტონიდან" 47.5 მილიონ გირვანქად შეიძინა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები