ფონსეკა: "თავი საკმაოდ კარგად წარმოვაჩინეთ" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ფონსეკა: "თავი საკმაოდ კარგად წარმოვაჩინეთ"


ფონსეკა:

დონეცკის "შახტარის" მთავარი მწვრთნელი, პაულო ფონსეკა, "ნაპოლისთან" სენსაციური გამარჯვებით (2:1) ძალიან კმაყოფილია.

"ჩვენ უმაღლესი დონის გუნდს ვეთამაშებოდით. ვფიქრობ, ბიჭებმა ძალიან კარგი სამუშაო შეასრულეს. გატანილი გოლის შემდეგ კიდევ რამდენიმე მომენტი გვქონდა. დაცვაშიც კარგად ვიმოქმედეთ, მაგრამ "ნაპოლის" მაინც ჰქონდა შანსები.

არ დავმალავ, რომ ნეაპოლურმა კლუბმა მომენტები შექმნა და მათ საპასუხო ბურთის გატანაც შეეძლოთ. თუმცა ჩემმა გუნდმა მშვენიერი სამუშაო შეასრულა და თავი კარგად წარმოაჩინა", - განაცხადა პორტუგალიელმა სპეციალისტმა.
ასევე იხილეთ თემაზე:
პაულო ფონსეკა

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები