სარი: "შახტარი პირველ კალათში შემთხვევით არ მოხვედრილა" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

სარი: "შახტარი პირველ კალათში შემთხვევით არ მოხვედრილა"


სარი:

"ნაპოლის" მთავარმა მწვრთნელმა, მაურიციო სარიმ, ხარკოვში დონეცკის "შახტართან" გამართული მატჩი შეაფასა.

"ასეთი დონის მატჩები საკმაოდ რთულია. ჩვენ იმის გამო დავისაჯეთ, რომ ღირსეული თამაში ვერ ვაჩვენეთ. მერტენსისა და ალანის თადარიგში დატოვება იძულებითი გადაწყვეტილება იყო. ისინი მზად არ იყვნენ.

ჩვენ დავმარცხდით გუნდთან, რომელიც პირველ კალათში შემთხვევით არ მოხვედრილა. "შახტარი" ამ საღამოს აგრესიული და თვითდაჯერებული იყო.

მეტოქეს დაცვაში პრობლემები ჰქონდა. მერტენსი შეტევებს კარგად მიუძღოდა, მაგრამ სათადარიგო სკამზეც დამაკლდა მოთამაშეები.

იმედი მაქვს, რთულ პერიოდს, რომელიც ახლა გვაქვს, გადავლახავთ", - აღნიშნა სარიმ.

ნეაპოლელები უკრაინაში 1:2 დამარცხდნენ და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი წარუმატებლად დაიწყეს.
ასევე იხილეთ თემაზე:
ნაპოლი მაურიციო სარი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები