პოგბა დაახლოებით თვე-ნახევარს გამოტოვებს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

პოგბა დაახლოებით თვე-ნახევარს გამოტოვებს


პოგბა დაახლოებით თვე-ნახევარს გამოტოვებს

"მანჩესტერ იუნაიტედის" ცენტრალური ნახევარმცველი, პოლ პოგბა, საკუთარ გუნდს დაახლოებით 6 კვირით გამოაკლდა.

"წითელი ეშმაკების" ფრანგმა ლეგიონერმა დაზიანება ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპის პირველ ტურში, "ბაზელთან" შეხვედრაში (2:0), მიიღო და მინდორი პირველივე ტაიმში დატოვა.

ბრიტანული პრესის ინფორმაციით, პოლ პოგბას რეაბილიტაციის პროცესი 4-6 კვირას გასტანს და ფრანგი მანჩესტერულ გრანდს ნოემბრისთვის დაუბრუნდება.

პრემიერ ლიგის ახალ სეზონში პოგბამ ოთხივე მატჩი ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი გააკეთა.
ასევე იხილეთ თემაზე:
მანჩესტერ იუნაიტედი პოლ პოგბა

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები