კეინი: "კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესო გოლი გავიტანე" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

კეინი: "კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესო გოლი გავიტანე"


კეინი:

ლონდონის "ტოტენჰემის" ცენტრალური თავდამსხმელი, ჰარი კეინი, დორტმუნდის "ბორუსიასთან" მოპოვებულ გამარჯვებას დადებითად აფასებს.

"მინდა, რომ თავი რაც შეიძლება უკეთ წარმოვაჩინო და რა თქმა უნდა, დუბლის გაფორმება ძალიან მესიამოვნა. თუმცა მთავარი მაინც გუნდის გამარჯვებაა.

"ბორუსიას" კარში გატანილი პირველი გოლი ჩემს კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესოა. ძალიან სასიამოვნო იყო იმის ცქერა თუ როგორ შევიდა ბურთი კარის ბადეში. ძალიან მნიშვნელოვან მომენტში გავიტანე. დორტმუნდელებს საპასუხო გოლი ახალი შეგდებული ჰქონდათ, ამიტომ კვლავ წინ გასვლა კარგი იყო.

ვფიქრობ, მეორე ტაიმში ნამდვილი პროფესიონალიზმი გამოვავლინეთ. კონტრშეტევებზე ყველაფრის გადაწყვეტა ადრეც შეგვეძლო, მაგრამ 3:1 სავსებით დამაკმაყოფილებელი შედეგია", - განაცხადა ჰარიმ.

"დეზებმა" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი "უემბლიზე" დამაჯერებელი მოგებით დაიწყეს და კეინმა იმ საღამოს ორი მშვენიერი ბურთი გაიტანა.
ასევე იხილეთ თემაზე:
ტოტენჰემი ჰარი კეინი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები