ბოში: "იარმოლენკომ კარგად ითამაშა" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ბოში: "იარმოლენკომ კარგად ითამაშა"


ბოში:

დორტმუნდის "ბორუსიას" მთავარი მწვრთნელი, პიტერ ბოში, "უემბლიზე" საკუთარი გუნდის თამაშით უკმაყოფილო არ დარჩენილა.

"იარმოლენკომ ისე, როგორც მთელმა "ბორუსიამ", კარგად ითამაშა. როგორც გუნდმა ხარისხიანი ფეხბურთი ვაჩვენეთ, განსაკუთრებით პირველ ტაიმში.

ჩვენს წინააღმდეგ საკმაოდ ძლიერი გუნდი თამაშობდა, რომელიც ძალიან მაღალ პრესინგს ახორციელებს. თუმცა ჩვენც აქტიურად მივდიოდით პრესინგზე, ამიტომ "დეზებს" ამ მხრივ პრობლემები შეექმნათ.

სამწუხაროა, რომ შედეგი ვერ მოვიპოვეთ. თუმცა ჯერ არაფერია გადაწყვეტილი, ეს მხოლოდ პირველი ტური იყო. ლონდონელებს ჩვენთან დორტმუნდში თამაში ჯერ წინ აქვთ", - აღნიშნა ბოშმა.

დორტმუნდელებმა ლონდონის "ტოტენჰემთან" 1:3 წააგეს და იარმოლენკომ პირველ ტაიმში ულამაზესი ბურთის გატანა მოახერხა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები