პოჩეტინო: "ეს მნიშვნელოვანი გამარჯვებაა" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

პოჩეტინო: "ეს მნიშვნელოვანი გამარჯვებაა"


პოჩეტინო:

ლონდონის "ტოტენჰემის" მთავარი მწვრთნელი, მაურისიო პოჩეტინო, მოხარულია, რომ მისმა გუნდმა "უემბლიზე" როგორც იქნა იმარჯვა.

"იმედი მაქვს, ხალხი ახლა შეწყვეტს იმაზე საუბარს, რომ "უემბლი" ჩვენთვის დაწყევლილია. კარგია, რომ გამარჯვება მოვიპოვეთ და ეს მხოლოდ 3 ქულის გამო არ იყო მნიშვნელოვანი.

იმედია, ეს მოგება გუნდის ირგვლივ ყველანაირ საუბარს შეწყვეტს. ამ გამარჯვებას ჩვენი თავდაჯერებულობისთვისაც დიდი მნიშვნელობა აქვს.

საჭირო იყო იმ ადამიანებისთვის პასუხის გაცემა, რომელთაც ჩვენი არ სჯეროდათ", - აღნიშნა არგენტინელმა სპეციალისტმა.

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში "დეზებმა" ლონდონში დორტმუნდის "ბორუსია" მიიღეს და 3:1 მოიგეს.
ასევე იხილეთ თემაზე:
ტოტენჰემი მაურისიო პოჩეტინო

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები