აპოელის მცველი: "რონალდუმ აღიარა, რომ პენალტი არ იყო" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

აპოელის მცველი: "რონალდუმ აღიარა, რომ პენალტი არ იყო"


აპოელის მცველი:

კვიპროსის "აპოელის" ცენტრალურმა მცველმა, რობერტო ლაგომ, განაცხადა, რომ კრიშტიანუ რონალდუ მასთან საუბარში გამოტყდა და აღნიშნა, რომ პენალტი არ იყო დასანიშნი.

"კრიშტიანუმ აღიარა, რომ პენალტი არ იყო. გარდა ამისა, მან ისიც მითხრა, რომ ხარიხის შემდეგ ბურთი კარში არ ჩაშვებულა.

ვიცოდით, რომ რონალდუ ჩვენს კარს მიზანში არაერთხელ ამოიღებდა და თავისი მომენტების გამოყენებას ეფექტურად შეეცდებოდა. მიუხედავად ამისა, ბოლომდე ვიბრძოდით", - განაცხადა ლაგომ.

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში "სამეფო კლუბმა" "აპოელი" შინ 3:0 გაანადგურა და პორტუგალიელმა ჰეთ-თრიქის გაფორმება მოახერხა.

ერთ-ერთი გოლი რონალდუმ პენალტით გაიტანა, რომელიც არასწორად დაინიშნა. ლაგოს ბურთი მხარზე მოხვდა, ხოლო მსაჯებს მოეჩვენათ, რომ მან ხელით ითამაშა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები