ნაჩო გონსალესი: "პაპუნაშვილს ენის არცოდნა ხელს უშლის" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ნაჩო გონსალესი: "პაპუნაშვილს ენის არცოდნა ხელს უშლის"


ნაჩო გონსალესი:

სარაგოსას ქართველ ნახევარმცველ გიორგი პაპუნაშვილს მუდმივი სათამაშო პრაქტიკა არ აქვს. ჩვენებური 4 ტურში ორჯერ შევიდა შეცვლაზე და სულ 20 წუთი ითამაშა. როგორც სარაგოსელთა თავკაცი ნაჩო გონსალესი ამბობს, ამის მთავარი მიზეზი ენის არცოდნაა.

"პაპუნაშვილს ადაპტაციის პროცესი სჭირდება. მას კარგი საფეხბურთო მონაცემები აქვს, მაგრამ აქვს დიდი ნაკლიც და ეს ენის არცოდნაა. ადაპტაციის პროცესს კი გადის, მაგრამ კარგად ვიცი ისიც, რომ ჩემი მეთოდების ათვისება მარტივი არ არის, რადგან იქ ბევრი ნიუანსია, ბევრია სამუშაო. ჩვენ ყველანი ვეხმარებით პაპუნაშვილს, რომ ეს ნაკლი აღმოფხვრა", _ აცხადებს გონსალესი.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები