ისკომ რეალთან გაახანგრძლივა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ისკომ რეალთან გაახანგრძლივა


ისკომ რეალთან გაახანგრძლივა

მადრიდის "რეალის" ნახევარმცველმა, ისკომ, თავის კლუბთან ახალი კონტრაქტი გააფორმა.

"სამეფო კლუბის" ოფიციალური ვებ-საიტი იტყობინება, რომ 25 წლის ესპანელის ახალი ხელშეკრულება 2022 წლის ზაფხულამდეა გათვლილი.

მისი წლიური ანაზღაურება უცნობია, მაგრამ ისკოს კლაუსულა ანუ გამოსასყიდი თანხა 700 მილიონ ევროს შეადგენს.

მადრიდულმა კლუბმა ისკო 2013 წლის ზაფხულში "მალაგადან" 30 მილიონ ევროდ შეიძინა და გასული სეზონის მეორე ნახევარში ესპანელმა ფენომენალური თამაში აჩვენა.
ასევე იხილეთ თემაზე:
რეალი ისკო

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები