ვერატი: "პსჟ-ს ჩემპიონთა ლიგის მოგება შეუძლია" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ვერატი: "პსჟ-ს ჩემპიონთა ლიგის მოგება შეუძლია"


ვერატი:

"პსჟ-ს" ცენტრალური ნახევარმცველი, მარკო ვერატი, დარწმუნებულია, რომ მის გუნდს ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის მოგება შეუძლია.

"პირველი მატჩის გასვლაზე მოგება ძალიან მნიშვნელოვანია იყო, თანაც ამდენი გოლის სხვაობით. ვფიქრობ, ამ გამარჯვების შემდეგ უფრო თავდაჯერებულები გავხდებით.

ვიცით, რომ ჩვენი ამოცანა ჩემპიონთა ლიგის მოგებაა და ასეთი თამაშით ამის გაკეთება შეგვიძლია კიდეც. თუ ვიგრძნობთ, რომ ძლიერი გუნდი ვართ, მეტოქეებს ჩვენი შეჩერება გაუჭირდებათ.

ამ მომენტისათვის ტურნირის მოგებაზე საუბარი ნაადრევია, მაგრამ ჩემი აზრით, ამისათვის ყველაფერი გვაქვს", - განაცხადა 24 წლის იტალიელმა.

პარიზელებმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპზე გლაზგოს "სელტიკის" სტუმრად 5:0 განადგურებით დაიწყეს და მომდევნო ტურში მიუნხენის "ბაიერნს" უმასპინძლებენ.
ასევე იხილეთ თემაზე:
პსჟ მარკო ვერატი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები