კოვაჩიჩი 2 თვეს გამოტოვებს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

კოვაჩიჩი 2 თვეს გამოტოვებს


კოვაჩიჩი 2 თვეს გამოტოვებს

მადრიდის "რეალის" ცენტრალური ნახევარმცველი, მატეო კოვაჩიჩი, საკუთარ გუნდს ნოემბრის ბოლომდე ვერ დაეხმარება.

"სამეფო კლუბის" ხორვატმა ლეგიონერმა დაზიანება გუშინ საღამოს, "აპოელთან" საშინაო შეხვედრაში (3:0), მიიღო და მინდორი პირველივე ტაიმში დატოვა.

23 წლის კოვაჩიჩს კუნთის იოგები აქვს გაწყვეტილი და ოპერაცია ესაჭიროება. მისი რეაბილიტაციისათვის 2 თვეა საჭირო.

კოვაჩიჩმა მიმდინარე სეზონში 5 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და საკმაოდ კარგი შთაბეჭდილებაც დატოვა.
ასევე იხილეთ თემაზე:
რეალი მატეო კოვაჩიჩი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები